ადგილზე მიტანის საინფორმაციო ველში გთხოვთ მიუთითოთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისი). მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება. იმ შემთხვევაში თუ ნივთის მიტანა ვერ მოხდა შემკვეთის მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო, შეკვეთა ითვლება შესრულებულად. თქვენი შეკვეთა შეინახება 72 საათის განმავლობაში. შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ letme.ge-ს საწყობში.

თუ თქვენთვის უცნობია მიმღების მისამართი, შეგიძლიათ მიუთითოთ მხოლოდ ტელეფონის ნომერი, ლეთმი-ს ოპერატორი მიმღებთან დააზუსტებს ადგილზე მიტანის მისამართს.

თქვენ შეგიძლიათ არ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ შეკვეთის მიტანის დროს მიმღები აუცილებლად დაგვხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შეკვეთა დავუტოვოთ მესამე პირს (ოჯახის წევრს, მეზობელს ან კოლეგას) ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, მაგრამ თუ შეკვეთის გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი შეკვეთა შეინახება 72 საათის განმავლობაში.

ლეთმი გთავაზობთ მაღალი ხარისხის შიდა და გარე ავეჯს ასევე საოფისე და საწარმოო ავეჯს. რიგ შემთხვევებში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას პროდუქციის და შესაფუთი მასალის ექვივალენტურ ჩანაცვლებას, (რადგან პროდუქცია არის იმპორტირებული) იმ პირობით, თუ მომხმარებლისთვის ეს ცვლილებები მისაღებია.

ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას. მიმღები ინფორმაციას შემკვეთის შესახებ იღებს მხოლოდ შემკვეთის სურვილის შემთხვევაში. ყველა დანარჩენი მონაცემები, რომელიც მითითებულია შეკვეთის შესასრულებლად, მიმღებს არ გადაეცემა.

პროდუქციის განვადებით შეძენის შემთხვევაში ავტომატურად გადადიხართ საქართველოს ბანკის ოციფიალური ვებ-მისამართის განვადების ბმულზე სადაც თქვენი ნომაცემების და საკრედიტო ბარათის უსაფრთხოება უზრუნველყოფს საქართველოს ბანკის მულტისაბანკო სისტემა. გადახდის უსაფრთხოება დაცულია საქართველოს ბანკის უნივერსალური მულტისაბანკო სისტემით.ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრული სახით და ინახება მხოლოდ სპეციალიზირებულ საბანკო სერვერზე.

Scroll to Top